27 ოქტომბერი 2021 წელი

აჭარის ა.რ. ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტმა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ფარგლებში, ფრინველებზე დაკვირვების სპეციალური სახელმძღვანელო გადასცა. სახელმძღვანელო დიდ დახმარებას გაუწევს ამ სფეროთი დაინტერესებულ პირებს და ხელს შეუწყობს ავიტურიზმის განვითარებას საქართველოში. ღონისძიებას ესწრებოდნენ USAID-ის საქართველოს მისიის დირექტორის მოადგილე დევიდ ჰოფმანი, აჭარის ა.რ. ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარე თინათინ ზოიძე, ბსუ-ს რექტორის მოადგილე თამარ სირაძე, ბსუ-ს ტურიზმის ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებელი ირაკლი კორძაია, USAID-ის საქართველოს ოფისის, USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტისა და ეკოტურიზმის ასოციაციის წარმომადგენლები.
პროექტი აჭარის ა.რ. ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ხელშეწყობით განხორციელდა.