ტურიზმის ფაკულტეტი

,,HILTON ბათუმის“ გენერალური მენეჯერი ნელსონ სტიურატი ტურიზმის ფაკულტეტის სტუდენტებს შეხვდა

სურათი

,,HILTON ბათუმის“ გენერალური მენეჯერი ნელსონ სტიურატი და HILTON-ის სათაო ოფისის წარმომადგენლები ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტურიზმის ფაკულტეტის სტუდენტებს შეხვდნენ. კოპანიის გენერალურმა მენეჯერმა სტუდენტებს ,,HILTON ბათუმი“ და საერთაშორისო ბრენდის სტანდარტები წარუდგინა. ნელსონ სტიურატმა შეხვედრაზე ასევე ისაუბრა ტურიზმის ფაკულტეტთან პარტნიორობის სტრატეგიაზე და სტუდენტებს დასაქმება შესთავაზა. „HILTON ბათუმი“ მესამე საერთაშორისო ბრენდია, რომელთანაც ტურიზმის ფაკულტეტი აქტიურ თანამშრომლობას იწყებს. საერთაშორისო ბრენდის სხვადასხვა კომპანიაში დღემდე ტურიზმის ფაკულტეტის 150-მდე სტუდენტია დასაქმებული. შეხვედრის დასასრულს ,,HILTON ბათუმის“ წარმომადგენლებმა 10 იღბლიან სტუდენტს საჩუქრად სასტუმროს მომსახურების პაკეტი გადასცეს.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა