19 ოქტომბერი 2021 წელი

ტურიზმის ფაკულტეტის სტუდენტები სასწავლებლად „Erasmus+“-ის საერთაშორისო გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, პორტუგალიასა და საბერძნეთში გაემგზავრნენ. ტურიზმის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის მესამე კურსის სტუდენტი მარიამ ირემაძე 2021-2022 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში ევორას უნივერსისტში ისწავლის, ხოლო ტურიზმის მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამის მეორე კურსის სტუდენტი თინათინ დუმბაძე და ტურიზმის საბაკალავრო პროგრამის მეოთხე კურსის სტუდენტი მარიამ ბოლქვაძე ჰელენიკის ხმელთაშუაზღვის უნივერსიტეტში.