ტურიზმის ფაკულტეტი

სამხრეთ-აღმოსავლეთ ნორვეგიის უნივერსიტეტის (USN) გაცვლითი პროგრამის კონკურსი ბსუ-ს ტურიზმის ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის

ცხადდება კონკურსი ტურიზმის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის II და III კურსის აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის ნორვეგიის სამხრეთ აღმოსავლეთის უნივერსიტეტში (USN) მობილობისთვის საგანმანათლებლო საგრანტო პროექტის: ,,მდგრადი ტურიზმი: სოფლად მეწარმეობა და კულტურული მემკვიდრეობა. ყირგიზეთს, საქართველოსა და ნორვეგიას შორის განათლების სფეროში თანამშრომლობა“ ფარგლებში.

მობილობა განხორციელდება 2021-2022 სასწავლო წლის გაზაფხული სემესტრში.

კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველებმა საჭირო საბუთები უნდა წარმოადგინონ ელ-ფოსტაზე giorgadze.nana@bsu.edu.ge 2021 წლის 5 ოქტომბრამდე

  • პირადობის მოწმობის/ პასპორტის ასლი
  • Europass CV (ინგლისურ ენაზე);
  • სამოტივაციო წერილი (ინგლისურ ენაზე)
  • სრული ნიშნების ფურცელი (ინგლისურ ენაზე);

გაცვლითი პროგრამის  კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის დაინიშნება ტესტირება ინგლისურ ენაში (მინიმუმ B2).

გისურვებთ წარმატებას!


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა