16 ივნისი 2021 წელი

ბსუ-ს ტურიზმის ფაკულტეტის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებისთვის პრაქტიკული სასწავლო ხასიათის ვიზიტი განხორციელდა სასტუმრო “Paragraph Resort & Spa Shekvetili, Autogragh Collection”- ში. შეხვედრა „სასტუმროს მენეჯმენტის” სასწავლო კურსის ფარგლებში გაიმართა და მიზნად ისახავდა სტუდენტების ცოდნის გაღრმავებას, მაღალი დონის სასტუმრო სივრცეში პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამოვლენასა და დასაქმების შესაძლებლობების გაცნობას.