16 სექტემბერი 2019 წელი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტურიზმის ფაკულტეტის დეკანი როსტომ ბერიძე და პროფესორ-მასწავლებლები პირველკურსელებს შეხვდნენ, სტუდენტობა მიულოცეს და წარმატებები უსურვეს. სტუდენტები შეხვედრაზე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ძირითად მარეგულირებელ აქტებს, საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებისა და სტუდენტთა აკადემიური შეფასების წესებს, ელექტრონული სერვისებსა და პროექტებს გაეცნენ.