4 ივნისი 2019 წელი

სამხრეთ-აღმოსავლეთ ნორვეგიის უნივერსიტეტის (USN) ბიზნეს კომუნიკაციების ასისტენტ პროფესორმა დევიდ ისაკსენმა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტურიზმის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის ლექცია ჩაატარა თემაზე: „აკადემიური წერა და არგუმენტაცია“. ლექციის თემატიკა მოიცავდა ციტირების წესებს, კვლევისა და პუბლიკაციის პროცესს, არგუმენტაციის სტრატეგიებსა და ეთიკის საკითხებს. სწავლება ნორვეგიის საერთაშორისო განათლების თანამშრომლობის სააგენტოსა და სამხრეთ-აღმოსავლეთ ნორვეგიის უნივერსიტეტის მხარდაჭერით განხორციელდა.