ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას რეზიდენტურის ალტერნატიული დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) მოკლევადიან პროგრამებზე.
სპეციალიზაცია - „ბავშვთა და მოზარდთა თერაპიული სტომატოლოგია“ (პროგრამის ხანგძლივობა 3 თვე);
სუბსპეციალობა - ,,პირის ღრუს ქირურგიული სტომატოლოგია“ (პროგრამის ხანგძლივობა 3 თვე);
გადამზადების კურსი - „ორთოპედიული სტომატოლოგია“. (პროგრამის ხანგძლივობა 3 თვე);
კონკურსანტთა საბუთების მიღება იწარმოებს ბსუ-ს კანცელარიაში 2018 წლის 23 აპრილიდან 30 აპრილის ჩათვლით, 10 საათიდან 17 საათამდე.
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი საბუთები:
ა) განცხადება;
ბ) უმაღლესი სამედიცინო განათლების დამადასტურებელი საბუთი (დიპლომის ნოტარიულად დამოწმებული ასლი);
გ) თერაპიული სტომატოლოგიაში დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის დამადასტურებელი სერტიფიკატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
დ) ავტობიოგრაფია (cv);
ე) ფოტოსურათი 3x4 – 2 ცალი;
ვ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი.
შენიშვნა: ორთოპედიული სტომატოლოგიის გადამზადების კურსის მსურველებმა დამატებით უნდა წარმოადგინონ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭოს გადაწყვეტილება შემოკლებული კურსის გავლის უფლების მოპოვების თაობაზე.
უკან |