
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის ქიმიის დეპარტამენტმა აჭარა-გურიის საჯარო სკოლის ქიმიის მასწავლებლებს და მოსწავლეებს უმასპინძლა. პროფესორ-მასწავლებლებმა სტუმრებს სადემონსტრაციო ცდები აჩვენეს და მრგვალი მაგიდა მოაწყვეს სამომავლო თანამშრომლობის აქტუალურ თემებზე. შეხვედრის დასასრულს, ღონისძიების მონაწილეები ბსუ-ს ლაბორატორიებსა და აგრარული და მემბრანული ტექნოლოგიების ინსტიტუტის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაეცნენ.
უკან |