
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის სტუდენტებისათვის თსუ-ს პროფესორმა ბესიკ კალანდაძემ სჯარო ლექცია წაიკითხა თემაზე: „ნიადაგის დეგრადაცია - გამოწვევები საქართველოსთვის“. მომხსენებელმა ახალგაზრდებს მიწის დეგრადაცია და მასთან დაკავშირებული პრობლემები გააცნო. საქართველოში მიწის დეგრადაცია განპირობებულია კლიმატურ-რელიეფური თავისებურებებით, გეოდინამიკური პროცესებითა და სხვა გარემო-პირობებით. საქართველოში დათბობისა და კლიმატის არიდიზაციის პროცესები დაემთხვა ნიადაგების გაძლიერებულ დეგრადაციას, რაც კიდევ უფრო ზრდის სოფლის მეურნეობის წარმოების პროდუქტიულობის შემცირებას. საჯარო ლექცია გეოგრაფიის დეპარტამენტის ორგანიზებით გაიმართა.
უკან |