
საქართველოს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილმა წევრმა, ევროპის სამედიცინო სექსოლოგიის საზოგადოებასთან (ESSM) აფილირებული ეროვნული გაერთიანების (NAS) - საქართველოს სამედიცინო სექსოლოგიის საზოგადოების პრეზიდენტმა, პროფესორმა ზურაბ მარშანიამ საჯარო ლექცია წაიკითხა თემაზე: „ქალის მწვავე სექსუალური ტკივილის/პენეტრაციის აშლილობა“. ექიმ-სექსოლოგმა, მედიცინის დოქტორმა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის სტუდენტებს დაავადების გამომწვევი მიზეზები და მისი მკურნალობის შესაძლებლობები გააცნო.
უკან |