
10 აპრილს ბსუ-ს ეკოკლუბის წევრებმა ეკოტურის ფარგლებში ხელვაჩაურის მუნიცეპალიტეტის სოფ. მირვეთში რელიქტური კოლხური ტყის შთენილი „კოლხური ბზის ხეივანი“ მოინახულეს. აჭარის რეგიონის ტერიტორიებზე ბზის კორომებში თავი იჩინა აქამდე უცხო სოკოვანმა დაავადებამ – ბზის სიდამწვრემ, რომელმაც სოფელ მირვეთის ბზის მრავალსაუკუნოვანი ხეივანი ერთიანად გაანადგურა. ვიზიტის საფუძველზე ბზის კორომებში მიმდინარე სუქცესიურ პროცესებში წვდომისა და შეფასების მიზნით უახლოესი მომავლისთვის დაიგეგმა დებატები.
უკან |