საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტი

გარემოსდაცვითი განათლება მოსწავლეებისათვის

სურათი

საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის აკადემიურმა პერსონალმა 11-12 თებერვალს , გარემოსდაცვითი განათლების შესახებ  ღია  ლექციები გამართა. ლექციები ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და  ბათუმის სხვადასხვა საჯარო სკოლის მოსწავლეებისათვის იყო განკუთვნილი.

მოსწავლე-ახალგაზრდობის  ცნობიერების დონის ამაღლებისათვის გამართული საჯარო ლექციები, ისეთ აქტუალურ საკითხებს შეეხებოდა როგორიცაა: კლიმატის ცვლილება და გლობალური დათბობა, ჯანსაღი ცხოვრების წესი, ადამიანი და გარემო. ლექციებს  ნინო ლომთათიძე,  გუგული დუმბაძე და ლალი ჟღენტი უძღვებოდნენ.

გარემოსდაცვითი განათლების პოპულარიზებისთვის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების  სამინისტროების მიერ  შემუშავდა ერთობლივი სამოქმედო გეგმა, რომლის მიზანია   ადამიანსა და გარემოს შორის ურთიერთობის შეცვლა პრინციპით „სწავლა მთელი სიცოცხლის განმავლობაში“.

გარემოსდაცვითი განათლება, როგორც სწავლის პროცესი, მიმართულია როგორც გარემოსა და მასთან დაკავშირებული გამოწვევების შესახებ ცოდნისა და საზოგადოებრივი ცნობიერების დონის ამაღლებისკენ, ასევე ამ გამოწვევების გადასაჭრელად აუცილებელი უნარებისა და ექსპერიმენტული ცოდნის განვითარებისაკენ. 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა