
კავკასიის რეგიონული ეკოლოგიური ცენტრის დირექტორმა სოფიკო ახობაძემ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს პროექტი „სუფთა მდინარეები - სუფთა ზღვა!“ წარუდგინა. და ევროკავშირის პროგრამებში მონაწილეობა შესთავაზა. მომხსენებელმა შავი ზღვის ეკოლოგიური მდგომარეობა შეაფასა და მიმდინარე პროგრამებზე ისაუბრა. პროექტი ევროკავშირის დაფინანსებით ხუთ ქვეყანაში: საქართველოში, რუმინეთში, ბულგარეთში, თურქეთსა და მოლდოვეთში ხორციელდება. პროგრამა ითვალისწინებს არასამთავრობო ორგანიზაციებსა და სხვა დაინტერესებულ მხარეთა შორის თანამშრომლობის გაძლიერებას, წყლის დაბინძურების წინააღმდეგ ბრძოლის გამოცდილების გაზიარებას, საზოგადოების ცნობიერების ამაღლებასა და გააქტიურებას.
უკან |