
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის ეკოლოგიის სპეციალობის სტუდენტები დედამიწის დაცვის დღესთან დაკავშირებით მიძღვნილ ღონისძიებაში მონაწილეობდნენ. ბათუმის ბოტანიკურ ბაღში გამართულ შეხვედრაზე სტუდენტებმა ღია ლექცია მოისმინეს თემაზე: „ბოტანიკური ბაღების მნიშვნელობა და მათი როლი ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებაში“, ასევე დარგეს მცენარეები ავსტრალიის ფიტოგეოგრაფიულ განყოფილებაში.
უკან |