
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის ბიოლოგიის II კურსის სტუდენტებმა კურატორი ლალი ჟღენტის ხელმძღვანელობით ბათუმის წმინდა მოწამე ეკატერინეს სახელობის სათნოების სახლში მოაწყვეს საქველმოქმედო აქცია დევიზით - ”ჩვენც დავბერდებით”. ახალგაზრდებმა სათნოების სახლში მცხოვრებ ქალბატონებს ქალთა საერთაშორისო დღე - 8 მარტი მიულოცეს და ტკბილეულთან ერთად ყვავილები მიართვეს.
უკან |