საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტი

ფაკულტეტმა გაცვლითი პროგრამის ფარგლებში საერთაშორისო მობილობით კ.ზუბანოვის სახელობის (ყაზახეთის) სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს უმასპინძლა

ბსუ-ს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტმა გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, საერთაშორისო მობილობით 2024-2025 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში, კ. ზუბანოვის სახელობის აკტობეს რეგიონალური (ყაზახეთის) სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს ბოლებაი გულზჰან მურატკესე-ს და ბეკტასოვა ტომირის სამატოვნა-ს მონიკა მილაკს უმასპინძლა. მათ ერთი სემესტრის განმავლობაში გაიარეს ბიოლოგიის და ეკოლოგიის საგანმანათლებლო პროგრამების სხვადასხვა სასწავლო კურსები: პოპულაციების ეკოლოგია, კონსერვაციული ბიოლოგია, კლიმატის ცვლილება და გლობალური დათბობა, მოლეკულური ეკოლოგია, ადამიანის ფიზიოლოგია, კლინიკური გენეტიკა, გენომური ტექნოლოგიები და სამედიცინო ბიოლოგია. სტუდენტებს ჰქონდათ შესაძლებლობა, მონაწილეობა მიეღოთ საველე- სასწავლო პრაქტიკებში, რომელიც განხორციელდა ბათუმის ბოტანიკურ ბაღში.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა