ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ბსუ-ს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის 2024 წლის კურსდამთავრებულთა გამოშვების საზეიმო ცერემონია გაიმართა. ფაკულტეტი 2023-2024 წელს ერთსაფეხურიანი, საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების 235-მა სტუდენტმა დაასრულა, მათ შორის დიპლომირებული მედიკოსის ინგლისურენოვანი საგანმანათლებლო პროგრამის 112-მა სტუდენტმა. კურსდამთავრებულებს პროფესიული და კარიერული წარმატება უსურვეს უნივერსიტეტის რექტორმა ბატონმა მერაბ ხალვაშმა, ფაკულტეტის დეკანმა რუსუდან ხუხუნაიშვილმა, რექტორის მოადგილეებმა თამარ სირაძემ და ანზორ ბერიძემ. დარგობრივი დეპარტამენტების ხელმძღვანელებმა სტუდენტებს სიგელები გადასცეს, ხოლო წარჩინებულ სტუდენტებს საუნივერსიტეტო ცხოვრებაში შეტანილი წვლილისთვის - სერტიფიკატები.
კურსდამთავრებულთა საზეიმო გაცილების ცერემონია ექიმის ფიცის დადებითა და საზეიმო ტორტის გაჭრით დასრულდა.
გამოშვება მუსიკალურად გააფორმა ბსუ-ს ბენდმა „OFF SIDE".
2024 წელს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ყველა საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამა 1200-მდე სტუდენტმა დაამთავრა.
უკან |