
ბსუ-ს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტმა „ერაზმუს+“-ის გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, 2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში, პოლონეთის, კროსნოს უნივერსიტეტის სტუდენტ მონიკა მილაკს უმასპინძლა. მონიკამ ერთი სემესტრის განმავლობაში გაიარა ბიოლოგიის საგანმანათლებლო პროგრამის სხვადასხვა სასწავლო კურსები: სამედიცინო გენეტიკა, ადამიანის ფიზიოლოგია, ბიომრავალფეროვნება და კონსერვაცია, ბოტანიკა და ლაბორატორიული მედიცინა. სტუდენტს ჰქონდა შესაძლებლობა, მონაწილეობა მიეღო საველე-სასწავლო პრაქტიკებში, რომელიც განხორციელდა ბათუმის ბოტანიკურ ბაღში.
უკან |