
25-26 მაისს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანაორგანიზებით პირველი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია - „სპორტული მედიცინა, ინოვაციები, ხელოვნური ინტელექტი სპორტში” გაიმართა. 25 მაისს საგანმანათლებლო სესიებს ორ პანელი დაეთმო, სადაც სპორტის მეცნიერება და სპორტულ მედიცინას იყო გაერთიანებული. 26 მაისს 6 სხვადასხვა პრაქტიკულ სემინარზე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის 130-ზე მეტ სტუდენტს საშუალება მიეცა ცოდნა და გამოცდილება უმაღლესი დონის ექსპერტებისგან მიიღო. საინტერესო ვორქშოპები სტუდენტების ჩართულობით მიმდინარეობდა.
კონფერენციას ესწრებოდნენ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლები, მედიცინის ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამის და ფიზიკური მედიცინისა და სამედიცინო რეაბილიტაციის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტები.
უკან |