
ბსუ-ს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის შინაგანი მედიცინის დეპარტამენტის ასოცირებულმა პროფესორმა ეთერ ჯაყელმა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ჭარნალის საჯარო სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრისას წაიკითხა ლექცია თემაზე: „რა არის ფარმაცია“. მომხსენებელმა ისაუბრა ფარმაციის არსზე, ფარმაცევტის დასაქმების სფეროებზე, ფარმაცევტის როლსა და საჭიროებაზე საზოგადოებისათვის. განსაკუთრებით საინტერესო იყო შეხვედრის პრაქტიკული ნაწილი, სადაც მოსწავლეებმა საკუთარი ხელით დაამზადეს წამლის ფორმა - ფხვნილები, მოცემული რეცეპტის მიხედვით. დაიგეგმა შეხვედრის ჩატარება ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში.
უკან |