
„ერაზმის+“-ის გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, ბსუ-ს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი მარინა ნაგერვაძე კარპატების სახელმწიფო კოლეჯში (პოლონეთი) იმყოფებოდა აკადმეიური მობილობის განსახორციელებლად. ვიზიტის ფარგლებში საექთნო საქმის სტუდენტებისათვის ასოცირებულმა პროფესორმა მარინა ნაგერვაძემ ჩაატარა ლექციები თემებზე: განვითარების გენეტიკა, ემბრიოგენეზის ტერატოგენები; ტყუპები, მათი წარმოშობის მექანიზმი და გენეტიკა; ეპიგენეტიკური ფაქტორები და მექანიზმები და ფარმაკოგენომიკა და მისი როლი პერსონალიზებულ მედიცინაში.
უკან |