
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ევროკავშირის პროექტის „ინვაზიური და პოტენციურად ინვაზიური სახეობების კვლევა/მონიტორინგი ჭოროხის დელტას მიმდებარე ტერიტორიაზე” ფარგლებში, სამეცნიერო კონფერენცია ჩატარდა თემაზე: „ინვაზიური და პოტენციურად ინვაზიური სახეობები“. კონფერენციას ესრებოდნენ მეცნიერ-მკვლევრები რუმინეთის, თურქეთისა და უკრაინის უნივერსიტეტებიდან და სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტებიდან. სესიაზე ასოცირებულმა პროფესორმა გუგული დუმბაძემ წარადგინა მოხსენება „საქართველო-თურქეთის ტრანსსასაზღვრო ზოლის ინვაზიური მავნებლები“, ხოლო ეკოლოგიისა და ბიოლოგიის საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებმა თედო დუმბაძემ, გიორგი გეგიძემ, ნინო ზოიძემ, ლანა ირემაძემ და სხვ., მოხსენებები წაიკითხეს ინვაზიური ფლორისა და იქთიოფაუნის საკითხებზე.
უკან |