
საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის ბიოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებულმა პროფესორმა გუგული დუმბაძემ ქალაქ ბათუმის მეორე საჯარო სკოლის მოსწავლეებთან ჩაატარა ღია ლექცია თემაზე: „მყარი ნარჩენები, გარემო და ჩვენ“. ლექციას ესწრებოდნენ საჯარო სკოლის გარემოსდაცვითი კლუბის „სიცოცხლის ფორმულა“ წევრები, უნივერსიტეტთან არსებული ახალგაზრდა ბუნებისმეტყველთა ასოციაციის წევრები, სტუდენტები და ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლები. ლექციის დასასრულს გაიმართა საინტერესო დისკუსია მყარი ნარჩენების მენეჯმენტთან დაკავშირებით. დაიგეგმა სამომავლო ერთობლივი გარემოსდაცვითი ღონისძიებები მეორე საჯარო სკოლის მოსწავლეთა ჩართულობით.
უკან |