
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში კონფერენცია გაიმართა თემაზე: „სამედიცინო შეცდომებით გამოწვეული პრობლემები და მათი გამოსწორების გზები“. ბსუ-ს პროფესორ-მასწავლებლებმა, პრაქტიკოსმა ექიმებმა და სტუდენტებმა კონფერენციაზე მოხსენებები წარმოადგინეს იატროგენული პათოლოგია-პრევენციის, დიაგნოსტიკის, ანომალიებისა და აქტუალური საკითხების შესახებ. ღონისძიება აჭარის ექიმთა გაერთიანებული საზოგადოების ორგანიზებით გაიმართა.
კონფერენციის პროგრამა
- იატროგენული პათოლოგია-პრევენცია, დიაგნოსტიკა, ანომალიები - ბსუ-ს ემერიტუს-პროფესორი, ექიმი აკაკი ბერიძე
- ნაღვლის სადინარების განვითარების ანომალიები - ბსუ-ს სტუდენტი ზურაბ ბოლქვაძე
- იატროგენია კოვიდ-პანდემიის დროს - ბსუ-ს პროფესორი სოფო ბერიძე
- ნაღვლის სადინარების იატროგენული დაზიანების ინტრაოპერაციული დიაგნოსტიკა - ექიმი ომარ სურმანიძე
- ნაღვლის სადინარების იატროგენული დაზიანების ვარიანტები და მათი ოპერაციული კორექცია - ექიმი რაულ ბოლქვაძე
უკან |