
დასუფთავების მსოფლიო დღეს ბსუ-ს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის სტუდენტებმა და პროფესორებმა მონაწილეობა მიიღეს ძველი ბულვარის მიმდებარე ტერიტორიაზე შავი ზღვის სანაპიროს დასუფთავების აქციაში. ღონისძიებაში ასევე მონაწილეობდა ბსუ-ს მოწვეული ლექტორი, აჭარის ა.რ. უმაღლესი საბჭოს დეპუტატი მარინე გვიანიძე. დასუფთავების საერთაშორისო დღის აღნიშვნა მიზნად ისახავდა ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებას, ნარჩენების მართვის სისტემის გაუმჯობესებისა და კლიმატის ცვლილების პროცესზე.
18-19-20 სექტემბერს, მსოფლიოში ტარდება ერთ-ერთი უდიდესი გარემოსდაცვითი კამპანია ,,დავასუფთავოთ მსოფლიო“, რომელსაც საფუძველი ჩაეყარა 1992 წელს, გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის (UNEP) ინიციატივით და მასში დღეისთვის 133 ქვეყანა მონაწილეობს.
უკან |