
პროექტის „საზოგადოების ინფორმირებულობის ამაღლება და საზღვაო ნარჩენების შემცირება შავი ზღვის ეკოსისტემის დასაცავად“ ფარგლებში ბსუ-ს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის სტუდენტებისათვის ტრენინგი ჩატარდა. პროგრამის წარმომადგენლებმა ახალგაზრდებს ისეთი აქტუალური საკითხები გააცნეს, როგორიცაა: საზღვაო ნარჩენები - მსოფლიო ოკეანის მდგომარეობას, გარემოსდაცვითი ღონისძიებები და კვლევები, ნარჩენების მართვა - გამოწვევები და განვითარების პერსპექტივები, ნარჩენების მართვის ტექნოლოგიები. პროექტს საერთაშორისო ბიზნესის და ეკონომიკური განვითარების ცენტრი შავი ზღვის აუზის საზღვრისპირა თანამშრომლობის პროგრამა 2014-20-ის ფარგლებში ახორციელებს.
უკან |