
საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების მონაწილეობით ვორქშოფი ჩატარდა თემაზე: „დავასუფთაოთ საქართველო“. ღონისძიებას სტუდენტმა მედეა მჟავანაძემ პრეზენტაცია „ნარჩენები და მათი გავლენა“ წარადგინა, ხოლო კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ქსელის (CENN) კოორდინატორმა აჭარის რეგიონში კახაბერ გუჩმანიძემ ახალგაზრდებს USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით აჭარის რეგიონში მიმდინარე პროექტის ნარჩენების მართვის ტექნოლოგია რეგიონებში ფაზა II-ის ფარგლებში (WMTR II) ჩატარებული აქტივობები გააცნო. ვოქრშოფის დასასრულს დისკუსია გაიმართა და კახაბერ გუჩმანიძემ სტუდენტების შეკითხვებს უპასუხა.
უკან |