
27 და 28 ივლისს, ბსუ-ში მედიცინის პროგრამაში თანამედროვე მეთოდების დანერგვისა და გამოყენების ხელშეწყობის მიზნით აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის კლინიკური მედიცინის დეპარტამენტის პროფესორმა ნანა შავლაყაძემ საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის მედიცინის მიმართულების პროფესორ-მასწავლებლებისთვის ჩაატარა ტრენინგი თემაზე - ,,პრობლემაზე დაფუძნებული სწავლების თანამედროვე მეთოდი - PBL''. ტრენინგი საგრანტო პროექტის PBL net „Establishment of the Supra-Regional Network of the National Centres in Medical Education, focused on PBL and Virtual Patients“ ფარგლებში ჩატარდა.
უკან |