
მედიცინის პროგრამაში თანამედროვე მეთოდების დანერგვისა და გამოყენების ხელშეწყობის მიზნით 2019 წლის 5-6 მაისს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის ორგანიზებითა და ჩართულობით ჩატარდა ტრენინგი-თემაზე: ,,პრობლემაზე და კლინიკურ შემთხვევაზე დაფუძნებული სწავლების მეთოდები სამედიცინო განათლებაში“-PBL, CBL. ტრენინგი ჩაატარეს ვესტმინსტერის უნივერსიტეტის პროფესორებმა - პიტერ ლიდიარდმა და ნინო ფორაქიშვილმა. ტრენინგს ესწრებოდნენ სამედიცინო მიმართულების პროგრამის ხელმძღვანელები, პროგრამაში ჩართული აკადემიური პირები და სტუდენტები.
უკან |