
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქიმიის ფესტივალი გაიმართა. ბსუ-ს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის სტუდენტებმა ღონისძიება ფლეშმობით გახსნეს. ქიმიის დეპარტამენტის პროფესორებმა და პირველი კურსის სტუდენტებმა სკოლის მოსწავლეებისთვის ინტერაქციული გამოფენა მოაწყვეს. ღონისძიების ფარგლებში მოსწავლეებმა 20-მდე ქიმიური ექსპერიმენტის ჩატარებაში მიიღეს მონაწილეობა.
ქიმიის ფესტივალი ბსუ-ს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის ქიმიის დეპარტამენტის ორგანიზებით გაიმართა.
უკან |