
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლებმა ნინო ლომთათიძემ, მარინე გვიანიძემ და გარემოს ეროვნული სააგენტოს ატმოსფერული ჰაერის, წყლისა და ნიადაგის ანალიზის ლაბორატორიის ბათუმის ლაბორატორიის მთავარმა სპეციალისტმა ირინე ბარამიძემ ბათუმის ცენტრალურ პარკში ღია საჯარო ლექცია წაიკითხეს თემაზე: „ნურის ტბის წყლის ეკოლოგიური მდგომარეობა“. ლექციაზე ეკოლოგიის სპეციალობის სტუდენტები, ანდრეა პირველწოდებულის სახელობის საჯარო სკოლისა და ბათუმის №1 საჯარო სკოლის ეკო-კლუბის მოსწავლეები ნურის ტბასთან დაკავშირებულ პრობლემებს გაეცნენ და ტბის წყლის მიკროსკოპული გამოკვლევა ჩაატარეს.
უკან |