
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობისა და კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის (CENN-ის) ორგანიზებით ერთობლივი ღონისძიება „სუფთა გარემო“ მოეწყო. სტუდენტებმა ბათუმის ახალი ბულვარის ტერიტორიაზე შავიზღვის სანაპირო ზოლი დაასუფთავეს. CENN-ის წარმომადგენლებმა აქციის მონაწილეებს აირწინაღები, ხელთათმანები, მაისურები და პოლიეთილენის პარკები დაურიგეს. ღონისძიების ფარგლებში ბსუ-ს სტუდენტურმა თვითმმართველობამ სტუდენტებს სიგელები გადასცა. აქცია USAID-ის პროექტის „ნარჩენების მართვის ტექნოლოგია რეგიონებში“ ეგიდით მოეწყო. აქცია USAID-ის პროექტის „ნარჩენების მართვის ტექნოლოგია რეგიონებში“ ეგიდით მოეწყო.
უკან |