ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას ექიმთა გადამზადების შემდეგ პროგრამებზე: სუბსპეციალობა - „პირის ღრუს ქირურგიული სტომატოლოგია“, სპეციალიზაცია - ,,ბავშვთა და მოზარდთა თერაპიული სტომატოლოგია.
- სუბსპეციალობა - „პირის ღრუს ქირურგიული სტომატოლოგია“- კვოტა 6;
- სპეციალიზაცია - ,,ბავშვთა და მოზარდთა თერაპიული სტომატოლოგია - კვოტა - 3.
კონკურსანტთა საბუთების მიღება იწარმოებს ბსუ-ს კანცელარიაში 2018 წლის 26 სექტემბრიდან 1 ოქტომბრის ჩათვლით, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე.
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი საბუთები:
ა) განცხადება;
ბ) უმაღლესი სამედიცინო განათლების დამადასტურებელი საბუთი (დიპლომის ნოტარიულად დამოწმებული ასლი);
გ) დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის დამადასტურებელი სერტიფიკატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი თერაპიულ ან ორთოპედიულ სტომატოლოგიის სპეციალობაში;
დ) ავტობიოგრაფია (cv);
ე) ფოტოსურათი 3x4 – 2 ცალი;
ვ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი.
უკან |