
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლის იუბილისადმი მიძღვნილ სტუდენტთა და მეცნიერთა კონფერენციას მასპინძლობს. ორი დღის განმავლობაში სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები სამეცნიერო მოხსენებებს წარმოადგენენ მედიცინის აქტუალურ საკითხებზე. კონფერენციის მონაწილეები ისეთ მნიშვნელოვან თემებზე იმუშავებენ, როგორიცაა: სიცოცხლის ხარისხი და კლინიკური გამოსავალი ავადმყოფებში მწვავე კორონარული სინდრომით ანტიაგრეგანტებით მკურნალობის ფონზე; პირველადი დახმარების ცოდნის მნიშვნელობა სამოქალაქო პირებში; ჰეპატოციტების პოლიპლოიდიზაციის სასიგნალო გზების შესწავლა ქოლესტაზური ღვიძლის მოდელზე; ღვიძლის დამხმარე ბიოლოგიური სისტემები; ცოცხალი დონორის შერჩევის სპეციფიკა ღვიძლის წილობრივი ტრანსპლანტაციისას; ღვიძლის ცოცხალი ტრანსპლანტაციის 4 წლიანი შედეგების ანალიზი ერთი ცენტრის მაგალითზე; დეპრესია და დეპრესიის სიმპტომები ონკო-ინკურაბელურ პაციენტებში; In-Vitro განაყოფიერების ასპექტები - რაობა და რეალობა.
უკან |