ბსუ-ს სასწავლო კორპუსის საძირკვლის ჩაყრის საზეიმო ცერემონია გაიმართება

სურათი

25 აპრილს, 12:00 საათზე (ბათუმი, ლეონიძის  ქ. N15) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი, აჭარის ა.რ. მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, ბსუ-ს რექტორი მერაბ ხალვაში და აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ინგა შამილიშვილი მონაწილეობას მიიღებენ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო კორპუსის საძირკვლის ჩაყრის საზეიმო ცერემონიაში. მინისტრი მიხეილ ჩხენკელი ასევე დაათვალიერებს სტუდენტთა მშენებარე საცხოვრებელს და გაეცნობა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მატერიალურ-ტექნიკურ ბაზას.

თანამედროვე სტანდარტების სამსართულიანი სასწავლო კორპუსი ლეონიძის ქ. N15-ში შენდება. მშენებლობისთვის ადგილობრივი მთავრობის ბიუჯეტიდან ორი მილიონ ექვსას სამოცი ათას ხუთას ორმოცდასამი ლარია გათვალისწინებული. შენობის სამ სართულზე განთავსდება 27 აუდიტორია, კაბინეტები, საკონფერენციო დარბაზი. კორპუსი ადაპტირებულია შშმ პირებზე, მოეწყობა პანდუსი, დამონტაჟდება ლიფტი. შენობაში დაცულია უსაფრთხოების ნორმები და იგი 2018 წლის დეკემბერში დასრულდება.
 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა