საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის ვიზიტი

ნატოს დღეების  ფარგლებში, 22  აპრილს, 19.00 საათზე, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში,  საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე აჭარის  რეგიონის ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლებს, უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებს,  სტუდენტებს და სამოქალაქო სექტორისა და მედიის წარმომადგენლებს შეხვდება.  

შეხვედრა საქართველოში ნატოს დღეების ფარგლებში გაიმართება და მისი მიზანი საზოგადოების ფართო ფენებში  ჩრდილოატლანტიკური ალიანსის, საქართველოსა და ნატოს შორის არსებული თანამშრომლობის, პერსპექტივებისა და გამოწვევების შესახებ ცნობიერების ამაღლებაა.  საქართველოს ნატოში გაწევრების შესახებ საზოგადოებასთან დიალოგი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მიმდინარე ანტიდასავლური პროპაგანდის ფონზე, შესაბამისად,   შეხვედრაზე  საუბარი შეეხება საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის მნიშვნელობასა და ამ პროცესში არსებულ  მიღწევებსა და  გამოწვევებს.

ნატოს დღეები წარმოადგენს წლის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პროექტს, სადაც ხდება  ნატოში საქართველოს გაწევრების საკითხზე საზოგადოებასთან ინტენსიური დიალოგი როგორც თბილისში, ასევე საქართველოს 8 რეგიონში (აჭარა, კახეთი, შიდა ქართლი, სამცხე-ჯავახეთი, სამეგრელო, იმერეთი, მცხეთა-მთიანეთი, ქვემო ქართლი). წელს, ნატოს დღეები მეთერთმეტედ აღინიშნება და 16 აპრილიდან 1 მაისამდე გაგრძელდება.

ნატოს დღეები ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით, საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისთან და საქართველოში ბულგარეთის საელჩოსთან (ნატოს საკონტაქტო საელჩო) თანამშრომლობით იმართება.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა