19 აპრილს, 14;00 საათზე, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში, 534-ე აუდიტორიაში გაიმართება აჭარის ა.რ. დასაქმების სააგენტოს დასაქმების ხელშეწყობის უზრუნველყოფის მიზნობრივი პროგრამის „სტუდენტური დასაქმების ხელშეწყობა“ ქვეპროგრამის წარდგენა. „სტუდენტური დასაქმების ხელშეწყობა“ სტუდენტებს სთავაზობს შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამის დამატებით პროფესიებში ახალი შრომითი უნარების დაუფლებას სასწავლო გრაფიკთან თავსებადი მოკლევადიანი სწავლების გზით.
უკან |