კონკურსი „ქართული კალიგრაფია“

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი უკვე მეორედ აცხადებს კონკურსს - „ქართული კალიგრაფია“. კონკურსის მიზანი  ხელით წერის კულტურისა და  მონაწილეთა შემოქმედებითი უნარის განვითარებაა, ასევე ქართული ანბანის განსაკუთრებულობის წარმოჩენაა.

„ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალი კულტურა“ - ამ დასახელებით შევიდა (2016 წ.) იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში ქართული ანბანის სამი სახეობა - მრგვლოვანი, ნუსხური და მხედრული.

2017 წელს აქტუალური თემა შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსანი“ იყო.

2018 წელს კონკურსის თემაა: „ოთარ ჭილაძის ერთი სტრიქონი“ (ოთარ ჭილაძე-85!)

მოცულობა: ერთი გვერდი (A4).

საუკეთესო ნიმუშები გამოიფინება 14 აპრილისათვის.

კონკურსის შედეგად გამოვლინდება „საუკეთესო კალიგრაფი“, რომელიც 17 აპრილს დაჯილდოვდება სიგელით.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ყველა მსურველს (უნივერსიტეტელს).


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა