ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2014-2015 სასწავლო წლისათვის აცხადებს მიღებას სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამებზე
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2014-2015 სასწავლო წლისათვის აცხადებს მიღებას სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამებზე (იხ. დანართი 1).
დოქტორანტობის კანდიდატთა რეგისტრაცია იწარმოებს 2014 წლის 20 აგვისტოდან 15 სექტემბრის ჩათვლით, ყოველ დღე, შაბათ-კვირის გარდა, 10 საათიდან 17 საათამდე შემდეგ მისამართზე: ქ. ბათუმი, რუსთაველის ქ. №35, ოთახი 211 (პასუხისმგებელი პირი ალექსანდრე გათენაძე. ტელეფონი: 577 11 20 15).
დოქტორანტურაში სწავლის მსურველებმა რეგისტრაციისათვის უნდა წარმოადგინონ შემდეგი საბუთები:
ა) განცხადება;
ბ) მაგისტრის (ან მასთან გათანაბრებული) აკადემიური ხარისხის დამადასტუ-რებელი დიპლომის და დანართის ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
გ) პირადობის მოწმობის ასლი;
დ) 2 ფოტოსურათი ზომით 3X4 და ელექტრონული ვერსია CD დისკზე;
ე) სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (სამხედრო აღრიცხვას დაქვემდებარებული პირებისთვის);
ვ) დოქტორანტობის კანდიდატის სააპლიკაციო ფორმა;
ზ) მითითებული დოკუმენტების ელექტრონული (დასკანერებული) ვერსია CD დისკზე.
გასაუბრებაზე/გამოცდაზე დასასწრებად კონკურსანტმა უნდა იქონიოს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა ან პასპორტი.
გამოცდა უცხო ენაში ჩატარდება 2014 წლის 16 სექტემბერს ბსუ-ს ბიბლიოთეკაში (გამოცდის დაწყების დრო 10:00 საათი):
• გამოცდის შედეგები გამოცხადდება 17 სექტემბერს;
• საპრეტენზიო განცხადებების მიიღება 2014 წლის 17, 18 და 19 სექტემბერს ბსუ-ის კანცელარიის მიერ;
• საპრეტენზიო განცხადებები განიხილება 2014 წლის 20 სექტემბერს.
გასაუბრება/გამოცდა სპეციალობაში ჩატარდება 2014 წლის 22 სექტემბერს (გამოცდის/გასაუბრების დაწყების დრო: 18:00 საათი).
• გასაუბრების/გამოცდის შედეგები გამოცხადდება 22 სექტემბერს;
• საპრეტენზიო განცხადებები მიიღება 2014 წლის 22, 23 და 24 სექტემბერს ბსუ-ის კანცელარიის მიერ;
• საპრეტენზიო განცხადებები განიხილება 2014 წლის 25 სექტემბერს.
2014 წლის 16 სექტემბერს ტარდება საკონკურსო გამოცდა უცხო ენებში სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამებზე
უცხო ენებში (ინგლისური, გერმანული, ფრანგული, რუსული ენები) საკონკურსო გამოცდა ითვალისწინებს შემდეგ დონეებს:
დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამა არასპეციალისტებისათვის - B2 დონე;
დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამა ლინგვისტებისათვის - C1 დონე;
საკონკურსო გამოცდა უცხო ენაში ტარდება წერილობითი სახით. საგამოცდო ტესტი ფასდება 100-ქულიანი სისტემით. გამოცდა ჩაბარებულად მიიჩნევა, თუ კონკურსანტი მიიღებს დადებით შეფასებას.
კონსულტაციები უცხო ენაში ჩატარდება 8 სექტემბრიდან 15 სექტემბრის ჩათვლით, 11:00-13:00 სთ. ენებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრში.
სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამები
განცხადება
სააპლიკაციო ფორმა
უკან |