კონკურსი ბიბლიოთეკაში სტაჟიორთა შერჩევის მიზნით

საჯარო სამართლის იურიდიული პირი - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში სტაჟიორთა მისაღები კონკურსის გამოცხადების შესახებ

      ,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23–ე და 24-ე მუხლების, ბსუ-ს წესდების მე-15 მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების თაობაზე“ ბსუ-ს წარმომადგენლობითი საბჭოს 2013 წლის 29 მარტის N2 გადაწყვეტილების,   ბიბლიოთეკის დირექტორის, ლელა თურმანიძის 2018  წლის 15 მარტის MES 2 18 00289429 მოხსენებითი ბარათის საფუძველზე

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

  1. გამოცხადდეს კონკურსი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში არაუმეტეს 2 თვის ვადით სტაჟირების გავლის მიზნით კანდიდატთა (სტაჟიორთა) შესარჩევად.
  2. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ბსუ-ს ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამის   მე-3 და მე-4 სასწავლო წლის სტუდენტებს და ბსუ-ს სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებს.
  3. კონკურსანტმა 2018 წლის 22 მარტიდან 30 მარტის ჩათვლით ბსუ-ს კანცელარიის მეშვეობით უნდა წარმოადგინოს:

ა) წერილობითი განცხადება სტაჟირების გავლის შესახებ (სტაჟირების გავლის წესით გათვალისწინებული ფორმის შესაბამისად შევსებული);

ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

გ) СV;

დ) ცნობა აქტიური სტუდენტის სტატუსის შესახებ სასწავლო ბარათის ელექტრონულ ვერსიასთან ერთად;

ე)  ერთი ფოტოსურათი (3X4);

ვ) ცნობა სოციალური დახმარების მიღების შესახებ (არსებობის შემთხვევაში);

ზ) სამოტივაციო წერილი.

  1. სტაჟიორთა შერჩევისას გაითვალისწინება: ინგლისური ენის არანაკლებ B1 დონეზე ცოდნა; საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა; კარგი კალიგრაფია; სტუდენტის აკადემიურ მოსწრება და მოტივაცია. თანაბარ პირობებში უპირატესობა მიენიჭებათ  სოციალური დახმარების მიმღები ოჯახის წევრებს. 
  2. კონკურსის წესით  შეირჩეს 4 სტაჟიორი  (ორ-ორი სტაჟიორი, დილისა და საღამოს ცვლებში სამუშაოდ). შერჩეულმა კანდიდატებმა 2 თვის განმავლობაში გაიარონ სპეციალური  პროგრამა საბიბლიოთეკო საქმის ცალკეული საკითხებში, სტაჟირების  პერიოდში სამუშაო საათები განესაზღვროთ შემდეგი განრიგით:

ა) პირველი ცვლაში: ორშაბათი-პარასკევი  900სთ -1400სთ, კვირა 900 სთ-1700სთ;

ბ) მეორე ცვლაში:  ორშაბათი-პარასკევი 1400სთ -1900სთ, შაბათი 900სთ -1700 სთ.

  1. შერჩეულმა სტაჟიორებმა სტაჟირების პერიოდში ბიბლიოთეკის პერსონალის კოორდინირებით შეასრულონ ბიბლიოთეკის დებულებით გათვალისწინებული ფუნქცია-მოვალეობები, აგრეთვე, საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყონ უცხოელი სტუდენტების კონსულტირება ინგლისურ ენაზე.
  2. სტაჟიორთა ხელმძღვანელის მიერ წარმოდგენილი მოხსენებითი ბარათის საფუძველზე განისაზღვროს წარმატებული სტაჟიორები, რომლებიც შესაძლებელია დასაქმდეს არაუმეტეს 6 თვიანი კონტრაქტით და მათზე გაიცეს სერტიფიკატები.
  3. სტაჟირების კონკურსის ჩატარების მიზნით შეიქმნას სტაჟიორთა საკონკურსო კომისია, რომელმაც განსაზღვროს კონკურსის ჩატარების ვადები და ინფორმაცია განათავსოს ბსუ-ს ვებგვერდზე (კონკურსების ველში).
  4. კონტრაქტით დასაქმების შემთხვევაში ყოველთვიური ანაზღაურება  განისაზღვროს შესაბამის სამუშაო ცვლებში სამუშაო დატვირთვის გათვალისწინებით -  400 ლარი.
  5. განცხადება სტაჟიორთა კონკურსის გამოცხადების შესახებ გამოქვეყნდეს უნივერსიტეტის  ვებგვერდზე.
  6. ბრძანების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს ბსუ-ს ადამიანური რესურსების მართვის სამსახურს.
  7. ბრძანება აღსასრულებლად დაეგზავნოს ბსუ-ს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.
  8. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით ბათუმის საქალაქო სასამართლოში (ქ. ბათუმი, სტეფანე ზუბალაშვილის №30) მისი გამოცემის დღიდან ერთი თვის ვადაში.
  9. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

  ადმინისტრაციის ხელმძღვანელი   მ/შ                                      გურამ გვარიშვილი

ბრძანება №01-11/33

  განცხადების ფორმა

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა