ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2014-2015 სასწავლო წლისათვის აცხადებს მიღებას პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2014-2015 სასწავლო წლისათვის აცხადებს მიღებას პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე (იხ. დანართი 1).

რეგისტრაცია იწარმოებს 2014 წლის 6 სექტემბრიდან 20 სექტემბრის ჩათვლით, ყოველდღე (კვირის გარდა) 10:00-დან 18:00 საათამდე, შემდეგ მისამართზე: ქ. ბათუმი, ნინოშვილის ქუჩა №35, ოთახი №28 (პასუხისმგებელი პირები: ეკატერინე ბაღდოშვილი (ტელ: 593 22 78 62); მამუკა გოგელია (ტელ: 577 49 19 39).

მშენებლობის მწარმოებლის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე რეგისტრაციისათვის უნდა წარმოადგინოთ:

ა) განცხადება;
ბ) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ატესტატის დედანი ან ასლი (დამოწმებული ნოტარიულად)
დ) ორი ფოტოსურათი (3X4), ასევე ელექტრონული ვერსია CD-ზე.

ყურადღება, ერთიანი ეროვნული გამოცდები ჩატარდება 2014 წლის 5 ოქტომბერს!

შენიშვნა: გამოცდებზე დასასწრებად კონკურსანტმა უნდა იქონიოს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა ან პასპორტი.

სასტუმრო საქმისმწარმოებლის, კომპიუტერული ქსელებისა და სისტემების ტექნიკოსის, ინტერნეტტექნოლოგის (ვებსპეციალისტი) პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაციისათვის უნდა წარმოადგინოთ:

ა) განცხადება;
ბ) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ატესტატის დედანი ან ასლი (დამოწმებული ნოტარიულად);
დ) მე-3 საფეხურის პროფესიული განათლების დამადასტურებელი სერტიფიკატის/დიპლომის დედანი ან ასლი(ნოტარიულად დამოწმებული);
ე) ორი ფოტოსურათი (3X4), ასევე ელექტრონული ვერსია CD-ზე.

ყურადღება, პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე მისაღები გამოცდა ჩატარდება 2014 წლის 25 სექტემბერს!

შენიშვნა: გამოცდებზე დასასწრებად კონკურსანტმა უნდა იქონიოს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა ან პასპორტი.

  დანართი 1

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა