16-18 ნოემბერს, Impact Hub Tbilisi Garage48-სთან თანამშრომლობის ფარგლებში, ბათუმში მართავს სტუდენტურ სტრატაპ ბანაკს - ინტენსიურ კურსს იდეების შემდეგ ეტაპზე გადასაყვანად და სტარტაპის დასაწყებად საჭირო ძირითადი ცოდნის შესაძენად. ბანაკს აქტიური მეწარმეები და საერთაშორისო ტრენერები უხელმძღვანელებენ და მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველას, ვისაც აინტერესებს მეწარმეობა, ან სწავლობს/მუშაობს კომპიუტერული პროგრამების შექმნაზე, დიზაინზე, მარკეტინგსა თუ პროექტების მართვაზე.მონაწილეებს გადაეცემათ საერთაშორისო სერტიფიკატი და საჩუქარი პარტნიორებისგან.
ღონისძიება უფასოა და მონაწილეებმა რეგისტრაცია უნდა გაიაროთ შემდეგ მისამრთზე:https://www.facebook.com/events/160861314652955/
Garage 48 - ღონისძიებების სერიაა, რომელიც 2010 წლის აპრილში ესტონეთში დაიწყო და მას შემდეგ სხვადასხვა ქვეყანაში ტარდება. პროექტის ფარგლებში არაერთი საინტერესო იდეა განხორციელდა და შეიქმნა რამდენიმე წარმატებული სტარტაპი. პროექტის მიზანია მეწარმეობისა და სტარტაპკულტურის ხელშეწყობა და მოკლე ვადა იდეის პროტოტიპად ქცევის შესწავლა.
უკან |