ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დაავადებათა ადრეული გამოვლენა და სკრინინგის პროგრამის ფარგლებში 14 ნოემბერს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ტარდება კიბოს სკრინინგისა და ქალთა ჯანმრთელობის ხელშეწყობის აქცია, რომელიც მოიცავს:
- ძუძუს კიბოს სკრინინგი - მამოგრაფია, მამოლოგის კონსტულტაცია 40-70 წლის ასაკის ქალბატონებისათვის
- საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი - გინეკოლოგის კონსულტაცია, პაპ -ტესტი, ჩვენებით - კოლპოსკოპია 25-60 წლის ასაკის ქალბატონებისათვის
- კოლორექტული კიბოს სკრინინგი (სკრინინგი განსაზღვრულია 50-70 წლის ორივე სქესის პირებისათვის)
უკან |