კონკურსი საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის დეკანის თანამდებობის დასაკავებლად

1 ნოემბერს გამოცხადდა კონკურსი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის დეკანის თანამდებობის დასაკავებლად. დეკანის თანამდებობის დაკავების მსურველთა განცხადება მიიღება 2017 წლის 1 დეკემბრიდან 8 დეკემბრის ჩათვლით, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე (შაბათ-კვირის გარდა), ბსუ-ს საარჩევნო კომისიაში (მისამართი: ქ. ბათუმი, ნინოშვილის/რუსთაველის 35/32, ოთახი №13).
 
დეკანის არჩევნები ჩატარდება 2017 წლის 14 დეკემბერს, 10:00 სთ -17:00 სთ.

დეკანის თანამდებობის დაკავების მსურველმა უნდა წარმოადგინოს განცხადება ბსუ-ს საარჩევნო კომისიის სახელზე შემდეგ დოკუმენტაციასთან ერთად:

ა) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
ბ) ავტობიოგრაფია (CV);
გ) სამოქმედო გეგმა;
დ) უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში აკადემიურ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი;
ე) ცნობა ბსუ-ს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის  ფაკულტეტის აკადემიური თანამდებობის (პროფესორი ან ასოცირებული პროფესორი) დაკავების შესახებ.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა