საარლანდის უნივერსიტეტის პროფესორის ინგოლფ ბერბარტის ღია ლექციები

24, 25 და 26 ოქტომბერს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტზე ჩატარდება ღია ლექციების ციკლი. ლექციებს წაიკითხავს  აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და სპორტის სამინისტროს “უმაღლესი განათლების ხელშეწყობის” ფარგლებში გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებული, საერთაშორისო პროექტების მონაწილე და ხელმძღვანელი, საარლანდის უნივერსიტეტის (გერმანია) ბიოლოგიის ინსტიტუტის ბიოფიზიკოსი, „European Association for Red Cell Research“-ის პრეზიდენტი, პროფესორი ინგოლფ ბერნარტი, ასევე ლექციას წაიკითხავს საარლანდის უნივერსიტეტის   პროფესორი ბიოქიმიის დარგში რიტა ბერნარტი.

ლექციების ჩატარების თემატიკა და განრიგი:

 

24 ოქტომბერი,

 

პროფესორი ინგოლფ ბერნარტი

ლექციის თემა: „სიხლის წითელი უჯრედები, მათი იონური სატრანსპორტო გზები მემბრანაში და მათი მონაწილეობა სისხლში თრომბის ფორმირებაში. ზოგიერთი სახის სისხლის  დაავადებების შესახებ“ (Red blood  cells, their ion transport pathways in the membrane and their participation in the thrombus formation. Some types of blood diseases);

 

ლექცია ჩატარდება შოთა რუსთაველის უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტზე,  აუდიტორია - N328.

დასაწყისი - 13:00 საათზე

 

25 ოქტომბერი,

პროფესორი ინგოლფ ბერნარტი

ლექციის თემა: „ბიოლოგიური უჯრედების შესწავლის ახალი მეთოდები“ (New methods of studying biological cells);

 

პროფესორი რიტა ბერნარტი

„ციტოქრომები და მათი მნიშვნელობა მედიცინაში და  ბიოტექნოლოგიაში“ (Cytochromes P450 and their importance in medicine and biotechnology.P450).    

 

ლექცია ჩატარდება შოთა რუსთაველის უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტზე,  აუდიტორია - N328.

დასაწყისი - 13:00 საათზე

 

26 ოქტომბერი,

დასაწყისი - 13:00, აუდიტორია N328

ლექციის თემა: „რადიოაქტიურობა მედიცინაში, არსებული ტექნიკური თანამედროვე საშუალებები და რადიოაქტიურობის მოქმედება გარემოპირობებზე“ (Radiation in environment, food, medicine and technologies. Radiation protection).

 

ლექცია ჩატარდება შოთა რუსთაველის უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტზე,  აუდიტორია - N328.

დასაწყისი - 13:00 საათზე

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა