ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში გრძელდება ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება.
18 ოქტომბერს, 12:00 საათზე, ქობულეთში, კაიკაციშვილის ქუჩაზე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტის ახალი, თანამედროვე სტანდარტების კვლევითი ცენტრის საძირკვლის ჩაყრის ცერემონია გაიმართება.
19 ოქტომბერს, ბათუმში, ლეონიძის ქ. #15-ში, 12:00 საათზე, 200 მობინადრეზე გათვლილი სტუდენტთა საცხოვრებელის მშენებლობა იწყება.
ორივე შენობის მშენებლობა 2018 წლის ზაფხულში დასრულდება.
უკან |