„ჩემი ვაჟა’’-მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალი

ვაჟა-ფშაველას ფონდის დახმარებით, სტუდენტური მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმების ფესტივალი “ჩემი ვაჟა“ გამოცხადდა. 

მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალი მიზნად ისახავს ახალგაზრდა დოკუმენტალისტებისა და სტუდენტების  ვაჟას ფენომენითა და თემატიკით დაინტერესებას, მხარდაჭერის მოპოვებასა და ინტერესს ახალგაზრდა შემოქმედებს შორის.

ფესტივალში მონაწილეობა შეუძლიათ სახელოვნებო და სხვა უმაღლესი სასწავლებლებისა და შესაბამისი პროფილის კოლეჯების სტუდენტებს, სადაც არის სასწავლო სტუდია სახელოსნოები.  პროექტი მცირემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმების კონკურსის ფორმით წარიმართება. ფესტივალის პირობითი სახელწოდებაა ,, ჩემი ვაჟა’’.

ავტორებმა 8-15 წუთიან ნამუშევრებში უნდა გადმოსცენ თავიანთი დამოკიდებულება  და ხედვა როგორც ვაჟა-ფშაველას, ასევე მისი იდეალებისა და ღირებულებების მიმართ. შეარჩიონ საინტერესო სათაურები.   

ავტორებმა ან ავტორთა ჯგუფებმა  კადრებით, ტექსტით თუ ტექსტის გარეშე, მუსიკით თუ მუსიკის გარეშე უნდა აჩვენონ, თუ როგორ ხედავენ ვაჟას ნააზრევს და ღირებულებებს, იქნება ეს ადამიანის დამოკიდებულება  სამყაროსთან, ადამიანებთან, სოციუმთან.  როგორ ხედავენ ვაჟას ღირებულებებს ჩვეულებრივ, ყოფით ურთიერთობებში, რატომ არის ის მუდმივად თანამედროვე და მუდმივად აქტუალური აზრის მატარებელი და ა.შ.

მზა ნამუშევრები უნდა აიტვირთოს ,,ვაჟა-ფშაველას ფონდის’’ გვერდზე სოციალურ ქსელში, 1 ნოემბრიდან - 15 ნოემბრამდე.

ორგანიზატორები გამარჯვებულ 3 ფილმს ფულად ჯილდოს გადასცემენ. პირველ ადგილზე გასული ფილმი - 3 000 ლარს მიიღებს. მეორე და მესამე ადგილისათვის კი 2 000 და 1000 ლარიანი პრემიებია გათვალისწინებული. გამარჯვებული ფილმის  პრემიერა კონკურსის პარტნიორი ტელევიზიის ეთერში შედგება.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა