საზაფხულო სკოლა - „კვლევები სოციალურ მეცნიერებებში“

სურათი

2017 წლის 6 სექტემბრიდან 11 სექტემბრის ჩათვლით, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება საზაფხულო სკოლა "კვლევები სოციალურ მეცნიერებებში".

საზაფხულო სკოლის მიზანია ხელი შეუწყოს სოციალურ მეცნიერებებში მოღვაწე პროფესორ–მასწავლებლებსა და მკვლევარებს პროფესიული  უნარების სრულყოფაში, რაც აუცილებელია მათი კვლევითი და პედაგოგიური საქმიანობის გაუმჯობესებისთვის, ისევე როგორც სამეცნიერო ნაშრომების მომზადებისა და გამოქვეყნებისთვის.

საზაფხულო სკოლის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენს საქართველოს ოთხ უმაღლეს სასწავლებელში - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტსა და იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში მოღვაწე პროფესორ–მასწავლებლები და მკვლევარები, რომლებიც ასწავლიან, იკვლევენ და აქვეყნებენ ნაშრომებს სოციალურ მეცნიერებებში.

სკოლა ემსახურება საქართველოში ერთიანი სამეცნიერო სივრცის შექმნას, რომელიც ადაპტირებული იქნება საერთაშორისო სტანდარტებთან და რომლის ცენტრიც აჭარის ავტონომიურ  რესპუბლიკაში იქნება განთავსებული. საზაფხულო სკოლის მომზადებასა და განხორციელებაში  ჩართული აკადემიური და სამეცნიერო თანამდებობის მქონე პირები იმუშავებენ ერთიანი გეგმის შედგენაზე. 

საზაფხულო სკოლა ,,კვლევები სოციალურ მეცნიერებებში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაფინანსებით, ,,ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით და ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანაორგანიზატორობით  იმართება. 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა