საჯარო სამართლის იურიდიული პირი-ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამებზე 2017-2018 სასწავლო წლისათვის სასწავლო პროცესის წარმართვის მიზნით, გამოცხადდეს პერსონალის შესარჩევი კონკურსი.
კონკურსანტთა საბუთების მიღება იწარმოებს 2017 წლის 21 აგვისტოდან 23 აგვისტოს 18 საათამდე, ბსუ-ს კანცელარიაში, ქ. ბათუმი, ნინოშვილის N-35, ოთახი N-1.
წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა:
- ა) განცხადება (შევსებული თანდართული ფორმის - დანართი 2-ის შესაბამისად);
- ბ) პირადობის მოწმობის ან პასპორტის ასლი;
- გ) უმაღლესი განათლების/კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის/დოკუმენტების ასლი/ასლები;
- დ) ხელმოწერილი და დათარიღებული CV;
- ე) ფერადი ფოტო (ზომა ¾).
პერსონალის შესარჩევი კონკურსი ჩატარდება 2017 წლის 24 და 25 აგვისტოს.
კონკურსის შედეგები გამოცხადდება 2017 წლის 4 სექტემბერს.
კონკურსანტთა საპრეტენზიო განცხადებები მიიღება 2017 წლის 5 სექტემბერს 10 საათიდან 15 საათამდე ბსუ-ს კანცელარიაში.
ბრძანება №01-08/61, 23 აგვისტო 2017 წელი
"საჯარო სამართლის იურიდიული პირი - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამებზე 2017-2018 სასწავლო წლისათვის სასწავლო პროცესის წარმართვის მიზნით პერსონალის შესარჩევი კონკურისის გამოცხადების შესახებ" ბსუ-ს რექტორის 2017 წლის 17 აგვისტოს №01-08/60 ბრძანების ცვლილების შეტანის შესახებ
უკან |